Adori
Georgianenglishrussian

ადორი და რუჯი, ეპილაცია და კოსმეტოლოგიური პროცედურები?

    ზომიერი რუჯი კარგია აკნეს დროს და არ შეძლება დემოდეკოზის დროს.

  ადორით მკურნალობისას უნდა მოვერიდოთ რუჯს მკურნალობის დასაწყისში, როცა ადგილი აქვს კანის გამოშრობას, აქერცვლას და გვერდით მოვლენებს. იმის შემდეგ, რაც კანი მიეჩვევა პრეპარატებს, შეიძლება რუჯის მიღება.        

 გაითვალისწინეთ რომ გადაჭარბებული სახის კანის მზის სხივებით დაზიანება ასუსტებს კანის იმუნიტეტს და იმის მიუხედავად, რომ მზის სხივები ანადგურებენ ბაქტერიებს, უკვე დაზიანებულ  კანს უჭირს გაუმკლავდეს ახალ დაინფიცირებას. ამიტომ ხშირია რუჯის მერე კანის მდგომარეობის გაუარესება.

ეპილაცია ხელს უწყობს აკნეს გართულებას,  რადგან კანზე პროცედურის შედეგად წარმოიქმნება მიკროტრამვები რაც ხელს უწყობს მასზე კოკოვანი ფლორის ჭარბ გავრცელებას. ამიტომ: ეპილაცია ადორით მკურნალობის დროს შეიძლება მხოლოდ დერმატოლოგთან შეთანხმებით, მას შემდეგ რაც ალაგდა გამონაყარი და აღარ არის ჩიქროვანი კერები. ეპილაციამდე კანი უნდა დაიმუშავოთ ანტი აკნე ლოსიონით, ეპილაციის მერე მივიყაროთ ადორის მოსაშუშებელი ფხვნილი და მინიმუმ, 6 საათი არ დავასველოთ კანი.

ადორით მკურნალობის დასაწყისში, სანამ ჯერ კიდევ სახეზეა ჩირქოვანი გამონაყარი, არ შეიძლება ე.წ „სახის წმენდა“, რადგან უმეტეს შემთხვევაში ამას მოყვება ახალი მიკროტრამვები და მათი დაინფიცირება, ბაქტერიების თუ დემოდექსის ტკიპის უფრო ფართო არეალზე, და კანის უფრო ღრმა შრეებში გავრცელება, აკნეს გამწვავება და ნაწიბურის წარმოქმნა. იგივე ეხება დანარჩენ კოსმეტოლოგიურ პროზედურებს რომლის დროსაც ხდება კანის ზედაპირის მთლიანობის დარღვევა.

დაგვიკავშირდით: Instagram

გააზიარე:

Adori უნაკლო კანის ხელოვნება