Adori
Georgianenglishrussian

ადორი და დეკორატიული კოსმეტიკა?

    ადორით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ ტონალურით და სხვა დეკორატიული კოსმეტიკით კანის დაფარვას, რათა არ მოხდეს სხვა მასალებით ფორების ამოვსება, რაც შეამცირებს მკურნალობის ეფექტურობას  და შეაფერხებს მკურნალობის შედეგის დადგომას. თუ აუცილებლად გჭირდებათ - ტონალური კრემი ჩაანაცვლეთ ფხვიერი პუდრით, რომელიც ნაკლებად საზიანოა კანისთვის.

როგორ დავფაროთ კანი აკნეს მკურნალობისას?

 ამისთვის დაგვჭირდება: 1) კორექტორი, ჩვენს კანის ფერზე 1 ტონით ღია. 2) ფხვიერი პუდრი, ჩვენს კანზე 1 ტონით მუქი. 3) თერმული წყალი. მოხმარების წესი: ადორის რუტინის დასრულების მერე ლაქებზე და ანთებით კერებზე წერტილოვნად წავისვათ კორექტორი. 1 წუთი დავაცადოთ შეშრობა. 2) შემდეგ ყურის ჩხირით მოვაცილოთ ზედმეტი. 3) შემდეგ დიდი ფუნჯით მივიყაროთ მთელს სახეზე ფხვიერი პუდრი. 4) შემდეგ მივისხუროთ სახეზე თერმული წყალი ფიქსაციისთვის. შედეგი? იდეალური დაფარვა და კანიც სუნთქავს. ❗️ არ შეიძლება ტონალური რადგან ახშობს ფორებს. ❗️ არ შეიძლება ბიბი კრემი იგივე მიზეზების გამო.❗️ ფერუმარილი(რუმიანა) ? ზომიერად შეიძლება. თუმცა რეკომენდებული არ არის. ამიტომ, მუდმივად არ ვიხმაროთ, შეძლებისდაგვარად. რა არ უნდა დაგვავიწყდეს? პუდრის ფუნჯის ხშირად რეცხვა! რომ ბაქტერიერი არ გამრავლდეს ზედ.

დაგვიკავშირდით: Instagram

გააზიარე:

Adori უნაკლო კანის ხელოვნება