ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ADORI-ს მომავალ გამომგონებელს გარდატეხის ასაკში დაემართა აკნე.
" - სახეზე გამონაყარი არ გკლავს, მაგრამ გართმევს უფლებას იყო ლამაზი და ცხოვრების ხალისს გპარავს. ადამიანმა მთვარეზე გაფრენა შეძლო, მაგრამ არავის წარმოდგენა არ აქვს, როგორ მოგირჩინოს გამონაყარი. განწირული ხარ, ცხოვრება გაატარო სახის ტონალურით შენიღვბაში. მაშინ ვინატრე, მიმეგნო რეცეპტურისთვის, რომელიც კანის სილამაზეს დამიბრუნებდა. ღრმად მწამდა, უნდა არსებობდეს ბუნებრივი საშუალება, რომელიც ამას შეძლებს.
36 წლიანი უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ, 2017 წლის ზამთარში, მოხდა გარღვევა, მივაგენი ბუნებრივი კომპონენტების კომბინაციას, რომელმაც შეწყვიტა ჩირქოვანი გამონაყარი და კანი სტრუქტურულად გააუმჯობესა.
მერე უფრო საოცარი რამ მოხდა. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს, 48 წლის ასაკში, ხდები კომპლიმენტების ობიექტი, რა ლამაზი კანი გაქვთ! და როცა ეუბნები, რომ მთელი ცხოვრება სახეზე ყველა ფორში ფერისმჭამელა გქონდა, ვერ გიჯერებენ. კანი გახდა იმდენად ერთგვაროვანი და ჯანსაღი ფერის, რომ არა მარტო ტონალური და კორექტორი, არამედ ფერუმარილიც ამოვიღე მოხმარებიდან. ეს იყო საუკუნის აღმოჩენა.
პირველი, რაც სოციალურ ქსელში ამ გამოგონებაზე დავწერე, იყო "ADORI არის მსოფლიოში N1 ანტი აკნე ხაზი!
და ეს აბსოლუტური სიმართლეა."
ADORI-ს გამომგონებელი თამარ ადორნელი
ასე დაიბადა ადორი.