თაფლის და ასპირინის ნიღაბი ძალიან კარგ პილინგ ეფექტს იძლევა. გაქვთ გამომშრალი კანი და გექერცლებათ? გაიკეთეთ ჯერ თაფლის პილინგ ნიღაბი, შემდეგ Adori ცომის ნიღაბი. თაფლის პილინგ ნიღბის რეცეპტი:
დაგჭირდებათ 3 - 4 აბი აცეტილ სალიცილის მჟავა (ანუ ასპირინი) და ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
ვისაც თაფლზე ალერგია აქვს, შეუძლია ჩაანაცვლოს ცხელ წყალში გაზავებული დაფქული შვრიის ფანტელით (არაჟნის კონსისტენციამდე).
თაფლი (ღრმა კოვზით, ჩამჩით ან ორთქლის აბაზანაზე) გაათბეთ ცეცხლზე, გადნობის შემდეგ დაამატეთ დანაყული აცეტილ სალიცილის მჟავა, მოურიეთ და წაისვით მთელ სახეზე, მოარიდეთ თვალის გარშემო ზონას, შემდეგ ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი, რომ თაფლი კანს არ შეაშრეს.
ცელოფნით დაფარვისას, ყოველთვის ბევრად უკეთესი შედეგი გვაქვს.
გაიჩერეთ 15 - 20 - 30 წუთი. მოიხსენით ცელოფნის საფენი და ნიღაბი წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანში,აქერცლილი მკვდარი კანის უჯრედების მოსაშორებლად. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.
2 ეტაპი:
საუკეთესო შედეგისთვის, თაფლის პილინგ ნიღბის შემდეგ მოიხმარეთ Adori ცომის ნიღაბი.