ADORI ANTI ACNE პირველადი ნაკრები
პროდუქცია და მოხმარების წესები
განკუთვნილია აკნეს, დემოდეკოზის, როზაცეას სამკურნალოდ.
ნაკრებში შედის: 1) ლავანდას ჰიდროფილური ზეთი - 100 მგ. 20 ლარი.. 2) აღმდგენი ლოსიონი - 30 მგ. 15 ლარი. 3) ანტი აკნე ლოსიონი N 1 ჰიპოალერგიული 50 მგ. – 25 ლარი. 4) დამატენიანებელი კრემი მუხის - 25 გრ. 28 ლარი. 5) ანტი აკნე კრემი N 1 ჰიპოალერგიული - 20 გრ. – 27 ლარი. 6) სტოპ აკნე პასტა 5 გრ. – 10 ლარი.
ნაკრები გათვლილია 1,5 თვე დღეში ორჯელ მოხმარებაზე.
მოხმარების წესი:
1) სახის გაწმენდა - ლავანდას ჰიდროფილური ზეთი დავატანოთ ბამბის დისკზე და ამით გავიწმინდოთ სახე. ოდეალურად აცილებს ჭუჭყს და დეკორატიულ კოსმეტიკას. მოვარიდოთ თვალის გარშემო ზონას. შემდეგ დავიბანოთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით. გავიმშრალოთ.
2) აღმდგენი ლოსიონი - შევანჯღრიოთ ქილა, დავატანოთ ბამბის პატარა ნაჭერზე და მთელს სახეზე წავისვათ. არ გამოტოვოთ ტუჩების გარშემო ზონა.
3) შემდეგ, პაუზის გარეშე, წავისვათ ანტი აკნე ლოსიონი N 1. შეანჯღრიეთ ქილა, ბამბის დისკის პატარა ნაჭერზე დავატანოთ ლოსიონი და წავისვათ მთელს სახეზე.
მოვარიდოთ (!) თვალების გარშემო და ტუჩების გარშემო ზონას.
4) შემდეგ, პაუზის გარეშე მთელს სახეზე დავიტანოთ დამატენიანებელი კრემი თხელ ფენად. ასევე ტუჩების გარშემო ზონაში.
5) შემდეგ, პაუზის გარეშე, მთელს სახეზე დავიტანოთ თხელ ფენად ანტი აკნე კრემი N 1. მოვარიდოთ ტუჩების გარშემო და თვალების გარშემო ზონას.
6) სტოპ აკნე პასტა დაიტანება რუტინის ბოლოში, წერტილოვნად ანთებით კერებზე. დღე წავისვათ თხელ ფენად, ხოლო ღამე ანთებით კერაზე დავიტანოთ სქლად. წედ დავაწებოთ მრგვალი სანტავიკი. ეს ხელს შეუწყობს ანთებითი კერის ჩქარა ალაგებაში.
რუტინა ტარდება დღეში ორჯერ, დილა-საღამოს.
ანტი აკნეთი მკურნალობის პარალელურად აუცილებელია ნიღბების რუტინა. მინიმუმ კვირაში 2-ჯერ.
ნიღბები - 1) პილინგ ნიღაბი გლიკოლის მჟავით და 2) დამატენიანებელი შოკოლადის ნიღაბი.
ან სახლში დასამზადებელი 1) ასპირინის პილინგ ნიღაბი და 2) ცომის დამატენიანებელი ნიღაბი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადორით მკურნალობის შესახებ.
აკნეს და როზაცეას მკურნალობის ხანგრძლივობა არის 2 წელი და შედეგ 2 წელი პოსტ აკნე თერაპია.
დემოდეკოზის მკურნალობა 12-16 თვე.
ადორის სამკურნალო ხაზი შედგება 3 ეტაპისგან.
პირველი ეტაპი 1,5 თვე - ანტი აკნე N 1 ნაკრები.
მეორე ეტაპი - 1,5 თვე ანტი აკნე ექსტრა ნაკრები.
მესამე ეტაპი - მკურნალობის დასრულებამდე - ანტი აკნე სუპერ ექსტრა ნაკრები.
გამონაკლისი, როცა აკნეს და როზაცეას მსუბუქი ფორმაა.
ადორის სამკურნალო ხაზი შეიცავს: 1) პოსტ აკნე ლაქების სამკურნალო საშუალებებს. 2) ნაწიბურების სამკურნალო ხაზს. 3) პიგმენტური ლაქების სამკურნალო ხაზს.
ანტი აკნეთი ხაზით მკურნალობისას შესაძლო გვერდითი მოვლენებია: ალერგია და კონტაქტური დერმატიტი.
ალერგიას ახასიათებს კანის ქავილი, კონტაქტურ დერმატიტს კანის წვის შეგრძნება.
გვერითი მოვლენების შემთხვევაში: 1) ჩამოიბანეთ ანტოი აკნე ლოსიონი და ანტი აკნე კრემი. 2) ქავილის დროს წაისვით გიდროკორტიზონის კრემი, წვის შეგრძნების დროს - ელოკომის კრემი. 3) დაუკავშირდით კლინიკას.
სრული ინფორმაცია ადორის სამკურნალო ხაზის შესახებ იხილეთ საიტზე adoriderma.com
მწარმოებელი: შპს „ეუბიოტიკები“ შპს „ადორი“-ს დაკვეთით.
მის: ლევან გოთუას 3, თბილისი, საქართველო.
https://www.facebook.com/watch?v=277432698585569