Adori
Georgianenglishrussian

გვერდითი მოვლენები?(კანის გამოშრობა, ალერგია, დერმატიტი)

- Adori Anti Acne პროდუქციით მკურნალობისას, სხვა ანტი აკნე საშუალებებისგან განსხვავებით გვერდითი მოვლენების სახით შეიძლება შევხვდეთ მხოლოდ კანის სიმშრალეს, ალერგიას და კონტაქტურ დერმატიტს.

 თუ კანი გამოგიშრათ

- ხშირად გაიკეთეთ Adori თაფლის პილინგ ნიღაბი და Adori შოკოლადის დამატენიანებელი ნიღაბი. რთულ შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან კლინიკას.

   კანის სიმშრალე და აქერცვლა ნორმალური პროცესია ადორი ანტი აკნეთი მკურნალობისას და ზოგადად ანტი აკნე საშუალებებს ახასიათებს, ეს ხელს უწყობს კანის განახლება - აღდგენას.  ათიდან რვა პაციენტს უშრება და ექერცლება კანი. იმისათვის, რომ კანის აქერცვლა არ გადაიქცეს საგრძნობ დისკომფორტად, ადორი ანტი აკნეთი მკურნალობის დაწყებისთანავე პარალელურად უნდა ვიკეთოთ ადორის თაფლისა და ასპირინის და ცომის ნიღბები. თუ ვგრძნობთ, რომ კანს დამატებითი დატენიანება სჭირდება, ადორის დამატენიანებელ კრემთან ერთად მოიხმარეთ ბეპანტენის კრემი.

Adori შრატი და Adori დამატენიანებელი კრემი გვეხმარება აკნეს მკურნალობის პარალელურად დავიტენიანოთ, გავაჯანსაღოთ კანი და აღვიდგინოთ კარგი ფერი და სტრუქტურა.

Adori დამატენიანებელ კრემს ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი აქვს, აღადგენს კანის ერთგვაროვნებას, ფერს,  აქვს გამოხატული გამაახალგაზრდავებელი და ლიფტინგ ეფექტი და აკნეს მკურნალობის დროს იცავს კანს გამოშრობისგან.

  ალერგიული რეაქცია

   ნებისმიერი სახის პროდუქციაზე ალერგია და კონტაქტური დერმატიტი ინდივიდუალურია, შეიძლება შევხვდეთ ადორის პროდუქციის გამოყენებისასაც კანის ადაპტაციის პერიოდში. ასეთ შემთხვევებში დროებით წყვეტთ ანტი აკნეს მოხმარებას, იღებთ ანტიჰისტამინურ თერაპიას, ხსნით გვერდით მოვლენას და აგრძელებთ მკურნალობას. თუკი დამოუკიდებლად ვერ აგვარებთ - უკავშირდებით დერმატოლოგს ან კლინიკას.

  ალერგიული რეაქცია შეენიშნება 10% - მდე პაციენტებს. სიმპტომები – ქავილი, კანის შეწითლება, ზოგ შემთხვევაში შესიება. თუ დაგემართათ ალერგია: 1) უნდა ჩამოიბანოთ სახიდან ანტი აკნე ლოსიონი და ანტი აკნე კრემი. 2) ადორის ხაზიდან  მოხმარებაში დატოვეთ მხოლოდ ჰიდროფილური ზეთი, აღმდგენი ლოსიონი და დამატენიანებელი კრემი. 3) ალერგიის მოსახსნელად უნდა დალიოთ ერიუსი და სახეზე (ადორის დამატენიანებლის ზემოდან) წაისვათ გიდროკორტიზონის კრემი. 4) ამის მერე უნდა დაუკავშირდეთ ადორის დერმატოლოგს ან კლინიკას. Adori Anti Acne-თი მკურნალობისას ალერგია 90% შემთხვევაში ერთჯერადად გამოვლინდება, ალაგდება 3-7 დღეში და აღარ შემობრუნდება. 10% შემთხვევაში ალერგიასთან გამკლავებას მეტი დრო სჭირდება და შეიძლება მკურნალობის პროცესში რამდენჯერმე განმეორდეს. ძალიან ეფექტურია ალერგიის დროს ორკბილას ორთქლის აბაზანა. ზოგ შემთხვევაში ალერგია ადის თვალების გარშემო ზონაზეც. შეიგრძნობა კანის მკვეთრი გამოშრობა, ქავილი, დანაოჭება. ამ შემთხვევაში თვალის გარშემო შეგიძლიათ წაისვათ: ა) თვალის სოლკოსერილის კრემი და თვალის გიდროკორტიზონის კრემი. დისკომფორტი 24 - 72 საათში მოიხსნება.

კონტაქტური დერმატიტი

   კონტაქტური დერმატიტის გამოვლინებაა – წვა და კანის      შეწითლება. შეიგრძნობა, როგორც დამწვრობა. თუმცა ეს არ არის რამე სახის ქიმიური დამწვრობრობა და სრულად ალაგდება სათანადო თერაპიის ფონზე. კონტაქტური დერმატიტის დროს: ა) უნდა  ჩამოიბანოთ სახიდან ანტი აკნე ლოსიონი და ანტი აკნე კრემი. ადორის ხაზიდან მოხმარებაში დაიტოვეთ მხოლოდ  ჰიდროფილურ ზეთი, აღმდგენი ლოსიონი და დამატენიანებელი კრემი. დღე – ადორის დამატენიანებელი კრემის ზემოდან უნდა გადაისვით ელოკომის კრემი, ძილის წინ – სუდოკრემი  და მიმართეთ ადორის დერმატოლოგს ან კლინიკას.

           ყველა შემთხვევაში ქავილის და წვის დროს წესი ერთი და იგივეა:

          1) ჩამოიბანთ ანტი აკნეს

           2) მიიღებთ შესაბამის მედიკამენტებს

           3) დავუკავშირდებით ადორის დერმატოლოგს ან კლინიკას.

 

მკურნალობის გაგრძელება გვერდითი მოვლენების მოხსნის შემდგომ-სქემა

1) გვქონდა გვერდითი მოვლენა და სიმპტომი მოვხსენით
ელოკომის კრემით? ანტი აკნეთი მკურნალობის გაგრძელების სქემა
შემდეგნაირია: 1) ორი დღე დღეში ერთხელ ვხმარობთ ანტი აკნე

ლოსიონს და კოსმეტიკურ ნაკრებს და ელოკომს, მეორე წასმა
მხოლოდ კოსმეტიკური ხაზი და ელოკომი. არ დაბრუნდა
გვერდითი მოვლენა?> 2) შემდეგი ორი დღე დღეში ორჯერ
ვხმარობთ ნაკრებს (ანტი აკნე კრემის გამოკლებით) და ელოკომს.
არ დაბრუნდა გვერდითი მოვლენა? 3) დღერში ერთხელ ვხმარობთ
სრულ ნაკრებს და ელოკომს, საღამოს ნაკრებს ანტი აკნე კრემის
გამოკლებით და ელოკომს. არ დაბრუნდა გვერდითი მოვლენა. 4)
ორი დღე ვხმარობთ სრულ ნაკრებს და ელოკომს. არ დაბრუნდა
გვერდითი მოვლენა? 5) ორი დღე ვხმარობთ სრულ ნაკრებს და
ელოკომს კი ერთხელ ვისვამთ. არ დაბრუნდა გვერდითი მოვლენა?
ამოიღეთ ელოკომი მოხმარებიდან და ჩვეულებრივათ ვხმარობთ
დღეში ორჯერ სრულ ნაკრებს. თუ გაჩნდა გვერდითი მოვლენა,
მყისიერად ვუკავშირდებით კლინიკას. ორკბილას ორთქლის
აბაზანას და ნიღბების რუტინას ვიკეთებთ კვირაში ორჯერ (თუ
გვაქვს აკნე. თუ გვაქვს დემოდეკოზი ან როზაცეა, ორთქლის
აბაზანას არ ვიკეთებთ, რადგან არ შეიძლება ამ დაავადებების
დროს).

დაგვიკავშირდით: Instagram

გააზიარე:

Adori უნაკლო კანის ხელოვნება