Adori
Georgian english russian

ადორის ცომის ნიღაბი


ცომის ნიღაბი, Adori-ს  რეცეპტურით იძლევა გასაოცარ: ა) დამატენიანებელ ბ) გამაახალგაზრდავებელ გ) ძლიერ ლიფ-ტინგ  ეფექტს. კანი ხდება ნათელი და გლუვი. არაფრით ჩამოუვარდება ძვირადღირებულ სალონურ პროცედურებს. თუ აპირებთ სადმე წასვლას და გინდათ კანი ანათებდეს, დაუთმეთ ამ პროცედურას 30-40 წუთი და შედეგი გაგახარებთ. როგორც ყველაფერი სხვა რჩევა ამ დღიურში, ეს რეცეპტიც ადორის დამფუძნებლის, თამარ ადორნელი  ზაალიშვილის საავტოროა და რა თქმა უნდა, მრავალჯერ გამოცდილი.

ინგრედიენტები:

1) 1 ჩ. კ. მშრალი საფუარი
2) 1 ჩ. კ. შაქარი
3) 3-4 სუფრის კოვზი რძე
4) 2-3 წვეთი ვიტამინი A და E. 

5) 1 ს. კ. პურის ფქვილი     

6) ცოტა არაჟანი

 

დამზადების წესი:

რძე წამოადუღეთ და ცხელი დაასხით შაქარსა და საფუარს. აურიეთ და 2-3 წუთი დაელოდეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს. მასა უნდა იყოს ზომიერად თხევადი. დაამატეთ 2-3 წვეთი ვიტამინი A და E. ჩაამატეთ 1 ს. კ. პურის ფქვილი და  ამოურიეთ. ცხიმის სახით ჩაამატეთ ცოტა არაჟანი. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი, ზომიერი სისქის მასა. წაისვით მთელს სახეზე. თუ ნიღაბი არ შეიცავს ჯანჯაფილს და მიხაკს,  წაისვით თვალებზეც (შიგ რომ არ ჩაგივიდეთ, ცხვირთან, სადაც თვალი იწყება, ბამბის ბურთულები დაიფინეთ) წაისვით სქელ ფენად. დაიფინეთ ზედ ცელოფანი და უმჯობესია, თუ დაწვებით და მოისვენებთ. ცელოფანი აუცილებელია, რომ ნიღაბი არ გაშრეს და კანი არ მოგეჭიმოთ. 20 – 30 -40 წუთის მერე ჩამოიბანეთ. ნიღაბი აფუვდება, ამიტომ მასა ჯერ დანის პირით მოიცილეთ სახიდან და რაც დარჩება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ფქვილი მიეკვრება სახეზე თმის ბუსუსებს და ამ ადგილებში სველი ღრუბლით ენერგიულად გაისვით, რომ მოიშოროთ მიწებებული ცომი. ცომის ნიღაბი ძალიან დაეხმარება მათ, ვინც კანის სიმშრალეს უჩივის. გაიკეთეთ კვირაში 1-2 ჯერ და შედეგი არ დააყოვნებს. 1 თვიანი კურსი მოგცემთ არანაკლებ შედეგს, ვიდრე სალონური რევიტალიზაციის პროცედურები. P.S. თუ კანი გექერცლებათ და გჭირდებათ პილინგი, საუკეთესო შედეგისთვის ცომის ნიღბის დადებამდე  გაიკეთეთ ადორის ასპირინის ნიღაბი. P.S. ცომის ნიღბისთვის ინგრედიენტები შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში.

დაგვიკავშირდით: Instagram

გააზიარე:

Adori უნაკლო კანის ხელოვნება