- ანტი აკნე ცვილი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, მოიხმარება დნობის (და არა დუღილის ტემპერატურაზე!). დამდნარი მასა ბლაგვი დანის პირით დაიტანეთ პრობლემურ ადგილზე სქელ ფენად. დააფიქსირეთ სანტავიკით. გაიჩერეთ 4 - 10 სთ განვალობაში, შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ (მზესუმზირის ზეთით დასველებული ბამბა აადვილებს ცვილის მოშორებას). Adori ანტი აკნე ცვილის გამოყენების მერე, ჩირქის ამოდენის შემთხვევაში, რეკომენდებულია დამუშავებულ ადგილზე მიიყაროთ Adori მოსაშუშებელი ფხვნილი და დაიტოვოთ 10 - 20 წთ განვალობაში.
Adori ანტი აკნე ცვილით ცხვირზე შავი კომედონებისგან გაწმენდის წესი:
გაადნეთ ანტი აკნე ცვილი და სქელ ფენად, ერთგვაროვნად დაიკარით ცხვირსა და გარშემო ზონაზე. (დაწებებულ ცვილს შეძლებისამებრ მიეცით მრგვალი ფორმა, რათა აძრობისას არ გაწყდეს) გაიჩერეთ 1 - 2 საათით. წამოწიეთ ცვილი პერიმეტრზე და ფრთხილად აიძრეთ. ფორები იქნება გახსნილი და კომედონები წამოწეული. ძალდატანების გარეშე, სანამ ფორები ღიაა, ამოიღეთ, შემდეგ მიიყარეთ კანზე Adori მოსაშუშებელი ფხვნილი და დაიტოვეთ 20 წუთის მანძილზე, რაც ხელს შეუწყობს ფორების დახურვას და სწრაფ მოშუშებას.
გაფრთხილება: ადორი ანტი აკნე ცვილის კანზე მაგრად მიწებების შემთხვევაში არ ეცადოთ ფრჩხილით აძრობა და კანის დაზიანება. მიახმარეთ მზესუმზირის ზეთში დასველებული ბამბა, რაც გააადვილებს მის მოშორებას.