ეს არის ჩემი და ადორის ორმხრივი შედეგი. ორმხრივი პასუხისმგებლობის, სურვილის და რწმენის რომ შედეგი აუცილებლად დადებითი დადგებოდა. 2 წელი და 2 თვეა გასული იმ დღიდან რაც ადორში მკურნალობა დავიწყე. შედეგი ყოველთვის იყო, თუმცა პირველი 3 თვის განმავლობაში გამონაყარი მაინც ამოდიოდა. კანიც საშინლად გამომშრალი მქონდა და მექერცლებოდა. ჩვენ არ ვჩერდებოდით და ბოლომდე ვიბრძოდით. მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ, გამონაყარმა შეწყვიტა ამოსვლა, სიმშრალეც ნელ-ნელა გამოსწორდა და დარჩა ლაქები, რომლის გაფერმკრთალებასაც ცოტა ხანი არ დასჭირვებია, მაგრამ ესეც მოვახერხეთ და შედეგი საბოლოოდ დადგა. მოთმენა რთულია, მაგრამ ღირს. ადორის უშუალოდ სამკურნალო ხაზის გამოყენება უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ მჭირდება, ახლა მხოლოდ კოსმეტიკურ ხაზზე ვარ გადასული. დიდი მადლობა ადორს და Tamar Adorneli ს ![]()
![]()
![]()