8 გრ
ADORI ანტი აკნე ცვილი გამოიყენება ჩირქოვანი გამონაყარის და ცხვირზე შავი წერტილების მოსაშორებლად. ADORI ანტი აკნე ცვილი ლოკალურად მოქმედებს პრობლემურ ზონაზე. ხსნის ფორებს, პაპულას შემთხვევაში ხელს უწყობს ჩირქოვანი მასის ზედაპირზე ამოსვლას ან გაწოვას და ნაწიბურის გარეშე აქრობს ანთებით კერებს.
მოხმარების წესი: ანტი აკნე ცვილი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, მოიხმარება დნობის (და არა დუღილის ტემპერატურაზე!). დამდნარი მასა ბლაგვი დანის პირით დაიტანეთ პრობლემურ ადგილზე სქელ ფენად. დააფიქსირეთ სანტავიკით. გაიჩერეთ 4 - 10 სთ განვალობაში. შემდეგ ნაზად მოიშორეთ (მზესუმზირის ზეთით დასველებული ბამბა აადვილებს ცვილის მოშორებას). ADORI ანტი აკნე ცვილის გამოყენების შემდეგ ჩირქის ამოდენის შემთხვევაში, რეკომენდებულია დამუშავებულ ადგილზე მიიყაროთ ADORI მოსაშუშებელი ფხვნილი და დაიტოვოთ 10- 20 წთ განვალობაში.
ADORI ანტი აკნე ცვილით ცხვირზე შავი კომედონებისგან გაწმენდის წესი:
გაადნეთ ანტი აკნე ცვილი და სქელ ფენად, ერთგვაროვნად დაიკარით ცხვირსა და გარშემო ზონაზე.(დაწეპებულ ცვილს შეძლებისამერ მიეცით მრგვალი ფორმა, რათა აძრობისას არ გაწყდეს) გაიჩერეთ 1 - 2 საათი. წამოწიეთ ცვილი პერიმეტრზე და ფრთხილად აიძრეთ. ფორები იქნება გახსნილი და კომედონები წამოწეული. ძალდატანების გარეშე, სანამ ფორები ღიაა, ამოიღეთ კომედონები, შემდეგ მიიყარეთ კანზე მოსაშუშებელი ფხვნილი.
გაფრთხილება: ADORI ანტი აკნე ცვილის კანზე მაგრად მიწეპების შემთხვევაში არ ეცადოთ ფრჩხილით აძრობა და კანის დაზიანება. მიახმარეთ მზესუმზირის ზეთში დასველებული ბამბა, რაც გააადვილებს მის მოშორებას.
ძირითადი კომპონენტები:: ცვილი, ცინკი, ადორის ანტი აკნე ფორმულა.
ვრგისიანია გამოშვებიდან 3 თვე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ADORI-ს. ტელ. +995 595 59 40 20. ან მოგვწერეთ მესენჯერში საიტის მთავარ გვერდზე.