25 გრ
ADORI ანტი აკნე ნიღაბი გამოიყენება აკნესა და დემოდეკოზის დროს ანთებითი კერების სწრაფად ასალაგებლად. თავისი ბუნებრივი ფორმულის წყალობით (მათ შორის არის წიწვოვანი ხეების ფისი), ადორის ანტი აკნე ნიღაბი ეფექტურად ებრძვის სტაფილოკოკის ბაქტერიას, დემოდექსის ტკიპას და სწრაფად არეგულირებს კანის ჭარბცხიმიანობას. ადორი ანტი აკნე ნიღაბი რეკომენდებულია გამოვიყენოთ კანზე ანთებითი კერების სწრაფად ასალაგებლად. გამოიყენება დამოუკიდებლად ან ადორი ანტი აკნე ხაზით (ანტი აკნე ლოსიონი და ანტი აკნე კრემი) კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოიწვიოს კანის აქერცვლა, რაც ნორმალური მოქმედებაა.ზოგ შემთხევაში შესაძლოა ალერგიული რეაქცია სიწითლის, ქავილის ან წვის შეგრძნების სახით. ასეთ შემთხვევაში ნიღაბი უნდა მოვიცილოთ კანიდან. თუ ნიღბის კანიდან მოცილების შემდგომ 10 - 30 წუთის განმავლობაში გვერდითი მოვლენა ალაგდა, შეგვიძლია გავაგრძელოთ ნიღბის მოხმარება მეორე დღეს. სხვა შემთხევვაში მიიღეთ ანტი ჰისტამინური საშუალება და რამოდენიმე დღით შეწყვიტეთ ნიღბის გამოყენება.
ძირითადი კომპონენტები: AQUA, HELIANTHUS OLEUM, QUERCUS CORTEX, EUCALYPTUS, DIAPHRAGMA JUGLANS REGIA, LAVANDULA, ACACIA CETRARIA ISLANDICA, VINEGAR LACUS, PROPOLIS, ALLANTOIN, DEXPANTHENOL, SYMPHYTUM CAUCASICUM, RESINAE PIENAE, XANTHAN GUM.
მოხმარების წესები: დაიტანეთ სუფთა კანზე, მოარიდეთ თვალის ზონას. დაიტოვეთ ერთი - ორი საათით, თუ კანზე არ შეგექმნათ დისკომფორტის შეგრძნება, გაიჩერეთ 4-6 საათით. ADORI ანტი აკნე ნიღაბი სახიდან უმჯობესია მოიშოროთ ბამბაზე დატანებული მზესუმზირის ზეთით, შემდეგ დაიბანოთ სახე ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით. სასურველია, გამოყენების შემდეგ კანი დაიტენიანოთ. ანთებითი კერების ასალაგებლად გამოიყენეთ ყოველ დღე. ანთებითი კერების ალაგების შემდგომ იხმარეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ ან ორჯერ, გამონაყარის პრევენციის მიზნით.
შეინახეთ გრილ ადგილას.
ვარგისიანია: დამზადებიდან 24 თვე, გახსნიდან 6 თვე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ADORI-ს. ტელ: +995 595 59 40 20, ან მოგვწერეთ მესენჯერში საიტის მთავარ გვერდზე.