Adori
Georgianenglishrussian

ADORI ცომის დამატენიანებელი ნიღაბი

   ცომის დამატენიანებელი ნიღაბი Adori-ს რეცეპტურით იძლევა გასაოცარ: ა) დამატენიანებელ  ბ) გამაახალგაზრდავებელ  და ძლიერ ლიფტინგ ეფექტს.  კანი ხდება ნათელი და გლუვი. არაფრით ჩამოუვარდება ძვირადღირებულ სალონურ პროცედურებს.

თუ აპირებთ სადმე წასვლას და გინდათ კანი ანათებდეს, დაუთმეთ ამ პროცედურას 30 - 40 წუთი და შედეგი გაგახარებთ. 

 ეს რეცეპტი ადორის ბრენდის დამფუძნებლის, თამარ ადორნელის საავტოროა და მრავალჯერ გამოცდილი.
1) 1 ჩ. კ. მშრალი საფუარი
2) 1 ჩ. კ. შაქარი
3) 3 - 4 სუფრის კოვზი რძე.
4) რძეში ჩაყარეთ  დანის წვერით 1) კურკუმა 2) სულ ცოტა დაფქვილი მიხაკი 3) დარიჩინი 4) დაფქვილი კარდამონი. 5) ძალიან ცოტა დაფქვილი ჯანჯაფილი.
!!! ჯანჯაფილი და მიხაკი ძალიან კარგია სახის კანისთვის, მაგრამ მისი თვალზე წასმა არაა მიზანშეწონილი, გააღიზიანებს თვალის ნაზ კანს. ამიტომ, თუ ცომის ნიღაბს თვალზეც წაისვამთ, ჯანჯაფილი და მიხაკი არ დაამატოთ !!! ან თვალისთვის ცალკე მასა გააკეთეთ, სახისთვის ცალკე.

თუ ზოგადად ხართ ალერგიული, ჯანჯაფილი და მიხაკი არ იხმაროთ.

ამ კომპონენტებიდან სრულიად ნეიტრალურია მხოლოდ კურკუმა.

წამოადუღეთ ამგვარად შეკმაზული რძე და ცხელად დაასხით შაქარსა და საფუარს. აურიეთ 2 - 3 წუთი და აცადეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს. უნდა იყოს თხევადი, მაგრამ ძალიანაც არა.
5) დაამატთ 2-3 წვეთი ვიტამინი A და E.
6) ჩაამატეთ 1 ს. კ. პურის ფქვილი. ამოურიეთ.
7) ცხიმის სახით ჩაამატეთ  ცოტა არაჟანი.

უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი, არც ძალიან თხევადი და არც ძალიან მყარი მასა.
წაისვით მთელს სახეზე.
წაისვით თვალებზეც (შიგ რომ არ ჩაგივიდეთ, ცხვირთან, სადაც თვალი იწყება, ბამბის ბურთულები დაიფინეთ)
წაისვით სქელ ფენად.
დაიფინეთ ზედ ცელოფანი და უმჯობესია თუ დაწვებით და მოისვენებთ.
ცელოფანი დაგეხმარებათ, რომ ნიღაბი არ გაშრეს და კანი არსად მოგეჭიმოთ.
20 - 30 - 40 წუთის მერე ჩამოიბანეთ.
ნიღაბი აფუვდება, ამიტომ მასა ჯერ ბლაგვი დანის პირით მოიცილეთ სახიდან და რაც დარჩება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ, მიახმარეთ სველი ღრუბელი.

ცომის ნიღაბი ძალიან დაეხმარება მათ, ვინც კანის სიმშრალეს უჩივის.
გაიკეთეთ კვირაში 1 - 2 ჯერ და შედეგი არ დაახანებს.

დაგვიკავშირდით: Instagram

გააზიარე:

Adori უნაკლო კანის ხელოვნება